უმაღლეს საბჭოში საქართველოს პოლიტიკური და საზოგადოებრივი საკითხებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სხდომა ჩატარდა

3 ნოემბერს უმაღლეს საბჭოში გაიმართა საქართველოს პოლიტიკური და საზოგადოებრივი საკითხებისადმი მიძღვნილი სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, მოადგილე რუდიკ ცატავა, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრები ნუგზარ მგალობლიშვილი, ვახტანგ ყოლბაია, ადა მარშანია, მურმან კვარაცხელია, ანზორ წოწონავა, დეპუტატები ეთერ ასტემიროვა, თეიმურაზ მჟავია, ელგუჯა გვაზავა, ზურაბ ჯგუბურია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის  პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი ზურაბ ხონელიძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე და სხვა საპატიო სტუმრები.

 

სხდომაზე მოხსენებით წარსდგა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი ზურაბ ხონელიძე. მოხსენების თემა გახლდათ  „მშვიდობის ქართული პარადიგმა“. ბატონმა ზურაბმა ყურადღება გაამახვილა საუნივერსიტეტო დიპლომატიის როლზე კონფლიქტების მოგვარებაში და არსებულ გეოპოლიტიკურ რეალობაზე; მან ისაუბრა სამხრეთ კავკასიის ერთიანობის აუცილებლობაზე, ამ ერთიან სივრცეში საქართველოს როლზე, შესაძლებლობებსა და უპირატესობებზე, რომლებსაც ჩვენს სახელმწიფოს გეოპოლიტიკური მდებარეობა აძლევს და რომელთა გამოყენებითაც ქვეყანას შეუძლია დაიმკვიდროს თავისი ადგილი მსოფლიო თანამეგობრობაში და შექმნას უკეთესი მომავალი. ბატონმა ზურაბმა ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტისა და დიპლომატიის კავშირზე, საუნივერსიტეტო დიპლომატიის კონცეფციაზე და მის როლზე კონკრეტულად აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში.

მოხსენების შემდეგ დამსწრე საზოგადოებას მიეცა საშუალება დაესვა ბატონი ზურაბისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური შეკითხვები გლობალური თუ ლოკალური პოლიტიკის შესახებ, რაც საინტერესო დისკუსიაში გადაიზარდა.

მოხსენების განხილვაში და დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ადა მარშანიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილიმა, დეპუტატებმა  ელგუჯა გვაზავამ, თეიმურაზ მჟავიამ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა. დისკუსიის მონაწილეები შეთანხმდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, მთავრობისა და სოხუმის უნივერსიტეტის წარმომადგენელთა მონაწილეობით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც ერთობლივი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაზე იმუშავებს.

სამეცნიერო სხდომის მუშაობა შეაჯამა ჯემალ გამახარიამ.

































































































































































 



































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions