ჯემალ გამახარია თბილისის საკრებულოში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას დაესწრო

6 ნოემბერს თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ქ.თბილისის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

 

საქველმოქმედო ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, თბილისის საკრებულოს წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, აპარატის თანამშრომლები, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, მინისტრის პირველი მოადგილე რაულ წულაია, მინიტრის მოადგილე ელისო გვასალია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

ღონისძიების მნიშვნელობაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა ისაუბრა.

,,დღეს საკრებულოში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალების ნაწარმის გამოფენა გაიმართა, რომლის მიზანი მეწარმე ქალებისთვის ხელშეწყობა და მათი პროდუქციის საზოგადოებაში პოპულარიზაციაა. ზოგადად, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება გენდერული თანასწორობის საბჭოს მთავარი პრიორიტეტია’’ - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ მიმართა და ქალთა მეწარმეობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,დღეს საკრებულო მასპინძლობს დევნილი ქალი მეწარმეების პროდუქციის გამოფენას. მოხარული ვარ, რომ ამ სახით ჩვენც შეგვიძლია მცირე წვლილი შევიტანოთ თქვენს მხარდაჭერაში. კერძო ბიზნესი და სახელმწიფო სტრუქტურები ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ ქალთა მეწარმეობის განვითარებას. მართლაც განსაკუთრებულია თითოეული თქვენგანის დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე. თქვენ ხართ მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყო წარმატებული ქალი” - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ დევნილი მეწარმე ქალების ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით აფხაზეთის მთავრობის როლზე ისაუბრა და ამასთანავე, დედაქალაქის საკრებულოს მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც მათ დევნილ მეწარმე ქალბატონებს მისცეს. „აღფრთოვანებული ვარ დარბაზში წარმოდგენილი დევნილთა მიერ შექმნილი ხელნაკეთი პროდუქციის ნახვით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ცხრა წლის ბავშვის, გოგონას ნამუშევარი ხელნაკეთი სამკაულები, ასევე მეწარმე ქალბატონების ნამუშევრები. მათ ეს შეუძლიათ ბიზნესად აქციონ. წარმატებული მეწარმე ქალი ნიშნავს ძლიერ ოჯახს, ძლიერი ოჯახი კი საბოლოო ჯამში ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს“ - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.


ჯემალ გამახარია თბილისის საკრებულოში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას დაესწრო
https://youtu.be/O0Z4deP91LI



















































































































































































































































































































































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions