აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პირველი მოადგილის თამაზ ხუბუას განცხადება

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინიტრის ინალ არძინბას განცხადებას პალესტინასთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ ფეისბუქ პოსტით გამოეხმაურა.

„ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას დღემდე არ სწყინდება ,,სახელმწიფობანას" გამომწვევად აღსაქმელი თამაში: აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ვინმე ინალ არძინბა, აანონსებს პალესტინასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისთვის აქტიური მუშაობის დაწყებას და ასეთი პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმას აუცილებლად მიიჩნევს(ღმერთო, გვიშველე!)-,,სხვა არაბულ ქვეყნებთან ერთად რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად დაგეგმილ პროცესებში აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის განსაკუთრებული(!) წვლილის ასამაღლებლად"! აღნიშნული პიროვნება, რომელიც დიდი მეზობელი ქვეყნის პირწავარდნილ რეგენტად მოიაზრება და მის დავალებებს რომ ასრულებს, არახალია, მაგრამ მაოცებენ სასაცილო მდგომარეობაში თავის ჩაგდების ,,სეპარატისტული სოხუმისეული ინოვაციები".

ისრაელის სახელმწიფოს ებრძვიან კოლექტიური ტერორისტული ორგანიზაციები და ქვეყნები, და მათი ნებისმიერი მხარდამჭერი, ისეთივე პირსისხლიანი ტერორისტები რომ არიან, კი უნდა ესმოდეს სეპარატისტების ამ ,,ბუმბერაზ დიპლომატს"!

დიდება მსოფლიოში ჭეშმარიტი მშვიდობისა და თავისუფლებისათვის მებრძოლ ყველა ერსა და ქვეყანას!

სრული შეურიგებლობა ტერორიზმს, სეპარატიზმს, პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ და პიროვნულ ამორალიზმს!“-განაცხადა თამაზ ხუბუამ.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions