ზურაბ ჯგუბურია: „ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრები გერმანიის რაინლანდ-პფალცის მხარეში“

საოცრად ამაღლებული და ემოციურად დატვირთული იყო შეხვედრა აფხაზეთიდან, გალიდან, დევნილ გოგა კუკავას ოჯახში:

 

შესანიშნავი ქალბატონი, საქართველოს დიდი გულშემატკივარი, ოჯახის დიასახლისი ირინა ფრეი-კუკავა (ეთნიკური გერმანელი) და მისი მეუღლე გოგა კუკავა, კაიზერსლაუტერნის ქართველთა სათვისტომოს ერთ-ერთი ბურჯი და "ამძრავი ძალა"!

მათ სახლში, "საქართველოს კუთხეში", გვერდიგვერდაა გამოფენილი საქართველოს და გერმანიის დროშები, ოთახი გადატვირთულია ქართული წარმოშობის რეკვიზიტებით თუ სუვენირებით, აფხაზეთის თემატიკის შესატყვისი ლიტერატურით.

მასპინძლებს გადავეცით სპეციალური ლიტერატურა:

- ფრანგულ - ქართულენოვანი მიშელ მუსხელის (მუსხელიშვილის) "ერთიანობა მრავალფეროვნებაში"

(მთ.რედაქტორი ზ.ჯგუბურია);

- ხუთენოვანი (ქართ., რუს., ინგლ., ფრანგ., გერმ.)

"აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა"

(ზ.ჯგუბურია);

- გერმანულენოვანი

"აფხაზეთის ისტორია" (პროფესორები ლ.ახალაძე, ჯ.გამახარია);

- "ეთნიკური წმენდა/გენოციდი ოკუპირებულ აფხაზეთში" - დოკუმენტალური მასალების კრებული

(მთ.რედაქტორი ჯ.გამახარია).

ზუსტად ამ ოჯახის და ადგილობრივი სათვისტომოს მაგალითზე შეიძლება დავასკვნათ: აფხაზეთი არ არის დავიწყებული - აფხაზეთი საქართველოა!

მადლობა ჩვენს უცვლელ გიდს საფრანგეთ-გერმანიაში, ჩვენს ერთგულ და საიმედო თანამებრძოლს პაატა შამუგიას.





































































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions