უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა

17 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

პრეზიდიუმმა განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: ”აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეგლამენტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე“ და „უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ზურაბ ჯგუბურიას ჩეხეთის რესპუბლიკაში მივლინების შედეგების შესახებ“.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, „რეგლამენტში შედის გარკვეული ცვლილებები, რომლებიც დაკავშირებულია უმაღლესი საბჭოს ჯილდოებთან, სადაც უნდა იყოს ზუსტად განსაზღვრული, თუ რომელი ჯილდო რას ნიშნავს, რა შემთხვევაში გაიცემა და ვისზე გაიცემა“. „მოგეხსენებათ უმაღლესი საბჭოს მედლის დაწესებამ შეიტანა მთელი რიგი კორექტივები, რის საფუძველზე დადგინდება დებულებაც. მომზადებულია ცვლილებების პროექტი და, დღეს ჩვენ ვიწყებთ სწორედ ცვლილებების განხილვის პროცედურას“ - აღნიშნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

საკითხის განხილვის შემდეგ პრეზიდიუმმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება პროცედურის დაწყების თაობაზე.

პრეზიდიუმმა ასევე მოისმინა ზურაბ ჯგუბურიას ანგარიში ჩეხეთის რესპუბლიკაში მივლინების შესახებ, რომლის მიზანს წარმოადგენდა ქალაქ პრაღაში დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის (1923-1939წწ.) მემორიალური დაფის გახსნის ცალკეულ საკითხებზე მუშაობის ჩატარებას. ზურაბ ჯგუბურიას თქმით, საზეიმო გახსნა მომავალი წლის 20 მარტს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიის დაფუძნების 105-ე წლისთავზე შედგება. გარდა ამისა, ჩეხეთსა და გერმანიაში მოღვაწე ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებს გადაეცათ სპეციალური ლიტერატურა: ფრანგულ-ქართულენოვანი მიშელ მუსხელის (მუსხელიშვილის) "ერთიანობა მრავალფეროვნებაში" (მთ. რედ. ზ.ჯგუბურია); ხუთენოვანი (ქართ., რუს., ინგლ., ფრანგ., გერმ. რედ. ზ.ჯგუბურია) - "აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა“; გერმანულენოვანი - "აფხაზეთის ისტორია" (პროფესორები ლ.ახალაძე, ჯ.გამახარია); ასევე დოკუმენტალური მასალების კრებული - "ეთნიკური წმენდა/გენოციდი ოკუპირებულ აფხაზეთში" (მთ. რედ. ჯ.გამახარია).

დისკუსიაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, დეპუტატები ზურაბ ჯგუბურია, თეიმურაზ მჟავია, აპარატის უფროსი ზურაბ მებონია.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.













































































































































 

 






































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions