უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და პლენარული სხდომები გაიმართა

22 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და პლენარული სხდომები გაიმართა.

 

უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი: ”აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაცია „აფახაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 9 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის  შესრულების შესახებ“ და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეგლამენტის პროექტის შესახებ“.

საკითხთან დაკავშირებით დეპუტატების წინაშე მოხსენებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე რაულ წულაია წარსდგა.

თანამოხსენება გააკეთა უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ. მან აღნიშნა, რომ 2023 წლის 9 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის პარამეტრები წინა წელთან შედარებით არის გაუმჯობესებული, როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯვით ნაწილში. ამასთან, ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით მურმან კვარაცხელიამ კრიტიკული შენიშვნებიც დააფიქსირა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შენიშვნები და წინადადებები წარედგინება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კრიტიკული ხედვა დაგეგმვასა და შესრულებას შორის არსებული შეუსაბამობის გამო, წარმოადგინა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნოე ქაშიბაძემ.

„აფხაზეთის ავტონომირი რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ პროექტი სხომაზე წარმოადგინა უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ. მან კიდევ ერთხელ განმარტა რეგლამენტში ცვლილების შეტანის აუცილებლობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯილდოების დაწესებასთან დაკავშირებით.

დეპუტატების მიერ გამოთქმული შენიშვნების და წინადადებების გათვალისწინებით კანონის პროექტი ერთხმად იქნა მხარდაჭერილი.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, მოადგილე რუდიკ ცატავა, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია, დეპუტატი ზურაბ ჯგუბურია, აპარატის უფროსი ზურაბ მებონია.

სხდომებს, რომლებიც ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.




















































































































































































































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions