ჯემალ გამახარია გიორგობის დღესასწაულს გილოცავთ!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ულოცავს სრულიად საქართველოს გიორგობის დღესასწაულს!

„ვულოცავ სრულიად საქართველოს, ენგურსგაღმა და გამოღმა მცხოვრებ აფხაზეთის ყველა მკვიდრს, გიორგობის დღესასწაულს. უძველესი დროიდან წმინდა გიორგის განსაკუთრებულ თაყვანს სცემდნენ საქართველოში, რადგან ქრისტეს შემწეობით მან უამრავ ტანჯვა-წამებას გაუძლო, არაერთი გამარჯვება მოიპოვა და უამრავი სასწაული განახორციელა. წმინდა გიორგი ჩვენი ერის მფარველად მიიჩნევა. ღრმად მწამს, დიდმოწამე გიორგის შეწევნით, ბოროტებასა და ცოდვაზე, უსამართლობაზე, სიკეთე გაიმარჯვებს. გაერთიანდება გახლეჩილი საქართველო და ჩვენი სულიერი სიმტკიცით დავძლევთ არსებულ სირთულეებს. გისურვებთ ჯანმრთელობას და გაერთიანებულ საქართველოში ღირსეულ ცხოვრებას!“

უფალი გფარავდეთ!

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions