ჯემალ გამახარიამ მრავალპროფილურ სკრინინგულ კვლევებში ჩართულ ექიმებსა და სამინისტროს თანამშრომლებს ჯილდოები გადასცა

28 ნოემბერს Lisi Event Hall-ში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით მრავალპროფილურ სკრინინგულ კვლევებში ჩართული ექიმებისა და სამინისტროს თანამშრომლების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე, მინისტრის პირველი მოადგილე მანონი გეჯუა,  განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში გიორგი გაბედავა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლები და სამედიცინო პერსონალი.

ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლევან ჩაკვეტაძემ.

„ერთ-ერთი პირველი ღონისძიებაა, სადაც ჩვენ ვაფიქსირებთ უდიდეს  პატივისცემას იმ სამედიცინო  პერსონალის მიმართ, რომელიც მონაწილეობას იღებს ხალხისთვის და ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვან, განუმეორებელ საქმეში“ - განაცხადა ლევან ჩაკვეტაძემ.

მან მადლობა გადაუხადა ექიმებს გაწეული შრომისათვის და იმედი გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობის.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ მიმართა და მადლობა გადაუხადა ექიმებს პროექტში ჩართულობისთვის.

„ის რასაც თქვენ აკეთებთ, პირდაპირ აისახება დევნილი საზოგადოებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. მთელი აფხაზეთის ჯანდაცვის ბედი არის თქვენს ხელში.“- აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

დამსწრე საზოგადოებას მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ.

მან აღნიშნა, რომ დევნილ საზოგადოებას, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, ყველაზე მეტი კითხვა აქვთ ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებით.

„დღემდე ჩვენ ვგრძნობთ ექიმების მხარდაჭერას, რაც არის ძალიან მნიშნელოვანი. თქვენ წარმოიდგინეთ ადამიანების მდგომარეობა, რომელიც 30 წლის განმავლობაში იმყოფებიან დევნილობაში. ეს ტრაგედია, რომელიც 30 წლის წინ დაიწყო დღემდე გრძელდება. ამ ადამიანების სამედიცინო მომსახურება, რასაც ექიმები ახორციელებენ სავსებით უანგაროდ არის გმირობის ტოლფასი“ - განაცხადა ჯემალ გამახარიამ და მადლობა გადაუხადა მათ გაწეული სამსახურისთვის.

ჯემალ გამახარიამ მრავალპროფილურ სკრინინგულ კვლევებში ჩართულ ექიმებსა და სამინისტროს თანამშრომლებს ჯილდოები გადასცა
https://youtu.be/KTCLb6Mf8mk






























































































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions