ჯემალ გამახარია ზურაბ ჟვანიას 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო

მიმდინარე წლის 9 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ზურაბ ჟვანიას 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის სასახლეში, შოთა რუსთაველის დარბაზში გაიმართა.

 

ზურაბ ჟვანიას პარლამენტის თავმჯდომარეობის პერიოდში ჩამოყალიბდა ახალი ქართული დემოკრატიის საწყისები, როგორც კანონშემოქმედებითი, ასევე საპარლამენტო ზედამხედველობის მხრივ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ზურაბ ჟვანიამ ძალიან მოკლე მონაკვეთში, უდიდესი წვლილი შეიტანა პარლამენტის, პარლამენტარიზმის, პოლიტიკის, სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში.

მისივე თქმით, ზურაბ ჟვანიას პარლამენტის თავმჯდომარეობის პერიოდში ჩამოყალიბდა ახალი ქართული დემოკრატიის საწყისები როგორც კანონშემოქმედებითი, ასევე საპარლამენტო ზედამხედველობის მხრივ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ზურაბ ჟვანიას (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოების ცერემონია თავისუფლების საპარლამენტო ორდენით პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ჯილდო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ზურაბ ჟვანიას მეუღლეს, ნინო ქადაგიძე-ჟვანიას გადასცა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, დეპუტატი გია გვაზავა, პარლამენტის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.













































































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions