მწერალთა სახლში აფხაზეთის მკვიდრი გამოჩენილი ადამიანების ხსოვნის საღამო გაიმართა

9 დეკემბერს მწერალთა სახლში აფხაზეთის მკვიდრი მწერლების, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების ხსოვნის საღამო გაიმართა. საღამოზე სახელწოდებით „პორტრეტები აფხაზეთიდან“,  მწერალთა სახლისა და ასოციაცია  „გზა შინისაკენ“ მიერ წარმოდგენილ იქნა აფხაზეთში მცხოვრები სხვადასხვა სფეროში მოღვაწე იმ პიროვნებების ბიოგრაფია, რომლებიც ქმნიდნენ კულტურულ ლანდშაფტს.

 

საღამოს უძღვებოდნენ მწერლები აფხაზეთიდან სალომე კაპანაძე და გურამ ოდიშარია. მათ შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინეს ისეთი გამოჩენილი პიროვნებების ბიოგრაფია, როგორებიც იყვნენ მოსე გვასალია, ევგენი აქუბარდია, ზურაბ ნაყოფია, ივანე პაპასკირი, ივანე თარბა და სხვები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე  ვახტანგ ყოლბაია, უმაღლესი საბჭოს წევრი ელგუჯა გვაზავა, უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლები, აფხაზეთიდან დევნილი, დედაქალაქისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონების საზოგადოების წარმომადგენლები, ხსოვნის საღამოზე წარმოდგენილ მოღვაწეთა მეგობრები, ნათესავები და ოჯახის წევრები.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ. მან აღნიშნა, რომ ასეთი პროექტები, როგორიც დღეს არის წარმოდგენილი უაღრესად მნიშვნალოვანია ქართულ-აფხაზური ურთიერთობების თვალსაზრისით. ისაუბრა ამ პროექტის მნიშვნელობაზე და იმ ადამიანთა ღვაწლზე ვინ უშუალოდ მონაწილეობს მასში, მადლობა გადაუხადა მათ და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.





































































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions