ჯემალ გამახარიამ საერთაშორისო კონფერენციაში - „ჰოლოკოსტის, გენოციდის დანაშაულების დასჯისა და ადამიანის უფლებათა დაცვის გამოწვევევები“ მიიღო მონაწილეობა

11 დეკემბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ადამიანის უფლბების დაცვის საყოველთაო დეკლარაციის, გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის კონვენციის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას - „ჰოლოკოსტის, გენოციდის დანაშაულების დასჯისა და ადამიანის უფლებათა დაცვის გამოწვევევები“ - დაესწრო. ღონისძიება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

 

ისტორიის დოქტორი ჯემალ გამახარია კონფერენციაზე წარსდგა მოხსენებით, რომელიც ეხებოდა აფხაზეთში ომის (1992-1993წწ.) მიზნებისა და შედეგების შეფასების საკითხებს. მან ვრცლად ისაუბრა იმ რეზოლუციების, განცხადებებისა და გადაწყვეტილებების შესახებ, რომელიც აფასებს აფხაზეთში მომხდარ ტრაგედიას.

„აფხაზეთში საომარი მოქმედებების მიდმინარეობის პერიოდში, განსაკუთრებით მისი დასრულების შემდეგ საქართველოს უმაღლესი სახელისუფლებო ორგანოები და ქვეყნის ოფიციალური პირები აგრძელებენ ავტონომიურ რესპუბლიკაში მომხდარი ტრაგედიის ეთნოწმენდა - გენოციდად შეფასებას“- აღნიშნა ჯემალ გამახარიამ.

„ჩვენი აზრით, სახელმწიფო კომისიის დასკვნა იმის შესახებ, რომ ქართული მოსახლეობის მიმართ აფხაზეთში განხორციელებული ეთნიკური წმენდა წარმოადგენს ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულს გენოციდის მკაფიოდ გამოხატული ფორმით, გახლავთ აფხაზეთის ტრაგედიის სწორი შეფასება“ - განაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

ჯემალ გამახარიამ ხაზი გაუსვა აფხაზეთში ომის (1992-1993წწ.) მიზნებისა და შედეგების ობიექტური შეფასების მნიშნელობას დეოკუპაციისა და  კონფლიქტის მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარებისათვის.

„ობიექტურ შეფასებაში იგულისხმება ომის მთავარ ინსპირატორად რუსეთის გამოცხადება; იმ ფაქტის აღიარება, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უშუალოდ მონაწილეობდნენ და გადამწყვეტ როლს ასრულებდნენ ომში საქართველოს წინააღმდეგ; რომ აფხაზეთი 1993 წლიდან არის ოკუპირებული რუსეთის მიერ მისი შემდგომი ანექსიის მიზნით; რომ ანექსიონისტური მიზნების მისაღწევად განხორციელდა აფხაზეთში ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა/გენოციდი; იმავე მიზანს ემსახურებოდა ე.წ. რუსული სამშვიდობო მისიაც და აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღირებაც. აღნიშნულ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს საფუძვლიანად უნდა დაედოს აკადემიური წრეების შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები“ - აღნიშნა ჯემალ გამახარიამ.

სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დილომატიის ფაკულტეტის ორგანიზებით. მოწვეულები იყვნენ მეცნიერები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, მათ შორის უკრაინის უნივერსიტეტებიდან.

კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილია მოხსენებები სამი მიმართულებით: გენოციდის დანაშაულის პრევენცია და დასჯა; ადამიანის უფლებების დაცვა საერთაშორისო სამართალში და სახელმწიფო კანონმდებლობაში; ჰოლოკოსტის, გენოციდის და ადამიანი უფლებების დაცვის სხვა ასპექტები.

კონფერენციას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანი ვეფხვია გვარამია, აკადემიური პერსონალი, სამეცნიერო საზოგადოების წევრები და სტუდენტები  ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ისტორიის დოქტორის ჯემალ გამახარიას მოხსენება აფხაზეთში ომის (1992-1993წწ.) მიზნებისა და შედეგების შეფასების საკითხისათვის



ჯემალ გამახარიამ საერთაშორისო კონფერენციაში - „ჰოლოკოსტის, გენოციდის დანაშაულების დასჯისა და ადამიანის უფლებათა დაცვის გამოწვევევები“ მიიღო მონაწილეობა
https://youtu.be/6PLgg7h3VMM






























































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions