ჯემალ გამახარია დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს გილოცავთ

დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღე უდიდესი დღესასწაულია მორწმუნეთათვის. ამქვეყნიური კეთილდღეობით გამორჩეულ ოჯახში დაბადებულმა და აღზრდილმა უმშვენიერესმა ქალწულმა ქრისტიანული სარწმუნოების სიდიადეს შესწირა მდიდრული ცხოვრება, პირადი ბედნიერება. ბარბარემ ღვთის სიყვარულით არა ერთ ტანჯვას, წამებას გაუძლო.

 

წმინდა ბარბარე სიმბოლოა ადამიანის ურყეობის, სიმტკიცის, ჭეშმარიტი ღმერთის ერთგულების; ის გამორჩეულად უყვართ საქართველოს მართლმადიდებელ ქრისტიანებს, სწამთ მისი ძალისა და მადლის. სწორედ ამით არის განპირობებული, რომ  ოდითგან საქართველოში წმინდა ბარბარეს სახელობის უამრავი ეკლესია-მონასტერი, სალოცავი არსებობს, მათ შორის ენგურსგაღმა, დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ცნობილია, რომ წმინდა ბარბარეს ევედრებიან სნეულთა განკურნებას, შვილების, ოჯახის, ქვეყნის შეწევნას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია გილოცავთ დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ენგურსგაღმა და გამოღმა მცხოვრებ აფხაზეთის ყველა მკვიდრს;  გისურვებთ აღივსოთ წმინდა მოწამის რწმენის სიმტკიცით, ურყევი ნებისყოფით,  ღვთის სიყვარულით, სიკეთით, მიზანდასახულობით, რათა უფლის შეწევნით, შევძლოთ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, ქვეყნის გაერთიანება და ჩვენ  აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ერთობლივი ლოცვის აღვლენა.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions