აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ საფეხბურთო ტურნირებში - "ჩემპიონთა ლიგა" და "რეგიონალური ლიგა" გამარჯვებულები დააჯილდოვა

20 დეკემბერს ქ. მცხეთის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული და ჩატარებული 10 ასაკობრივი ჯგუფის ტურნირების "ჩემპიონთა ლიგა" და "რეგიონალური ლიგა" გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალი.

 

ამავე დღეს გაიმართა უფროსი ასაკის ფეხბურთელთა გუნდების "ავაზა" და "სულაქველიძის აკადემია" ფინალური მატჩი, რომელშიც გაიმარჯვეს ამ უკანასკნელებმა ანგარიშით 1:0. მითითებულ ტურნირებში სულ მონაწილეობა მიიღო 160 გუნდმა, რომელთა რიგებში გაერთიანებულია 2500-მდე მოზარდი. თავის ასაკობრივ ჯგუფში გაიმარჯვეს სოხუმის ,,დინამოს“ ნორჩმა ფეხბურთელებმა, რომლებმაც დაჯილდოების დროს გუნდურად იმღერეს მათივე შექმნილი ჰიმნი "აფხაზეთი საქართველოა".

ტურნირების საზეიმო დახურვის ცერემონიალში მონაწილეობდნენ და გამარჯვებულებს მედლები და თასები გადასცეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ და უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკური, ჯანდაცვისა და დევნილთა საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსმა ოთარ ჩარკვიანმა.

აღსანიშნავია, რომ თავის ასაკობრივ ჯგუფში საუკეთესო მცველის პრიზი დაიმსახურა "ავაზას" ფეხბურთელმა გიორგი ჩარკვიანმა, რომელსაც პრიზი გადასცა ბაბუამ, ყოფილმა ფეხბურთელმა ოთარ ჩარკვიანმა.








































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions