ჯემალ გამახარია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - “აფხაზეთის კულტურული ფასეულობანი: ენა, ლიტერატურა, ისტორია, კულტურა, სოციალური მეცნიერებანი, განათლება” დაესწრო

 


მიმდინარე წლის 21 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - „აფხაზეთის კულტურული ფასეულობანი: ენა, ლიტერატურა, ისტორია, კულტურა, სოციალური მეცნიერებანი, განათლება“ დაესწრო.

 

ღონისძიება გაიმართა სოხუსმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კორნელი კეკელიძის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით.

მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის 160 წლისთავს.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ, ისტორიკოსმა, სოხუმის სახელწმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ლია ახალაძემ,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს სწავლულმა მდივანმა, სამეცნიერო-ანალიტიკური, სასწავლო-საკვალიფიკაციო და საგამომცემლო განყოფილების უფროსმა შალვა გლოველმა, სოხუმის სახელწმიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნინო თოფურიძემ, ისტორიკოსმა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ეკა ავალიანმა.  მათ ხაზი გაუსვეს კონფერენციის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადეს ორგანიზატორებს.

„კულტურული ფასეულობების კვლევას აფხაზეთში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სწორედ კულტურული ფასეულობებია პასუხი კითხვაზე, რომელიც ათწლეულებია დგას მეცნიერების წინაშე, ვინ არის იმ  კულტურული ფასეულობების შემქმნელი, რომელსაც ვსწავლობთ. გვიან შუა საუკუნეებამდე ამ ტერიტორიაზე ისტორიკოსებს არაფერი გვინახავს გარდა ქართულისა. აფხაზური კულტურის ნიმუშები არ მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ის არც არსებობს. სწორედ ესაა სამეცნიერო კონფერენციის პოლიტიკური მნიშვნელობაც. როდესაც ჩვენს ქვეყანას აღებული აქვს კურსი აფხაზეთის პრობლემის მშვიდობიანად მოგვარებისკენ, მსგავსი თემების კვლევას განსაკუთრებული მნიშნელობა ენიჭება. მეცნიერული დასკვნები და მონოგრაფიები სამუდამოდ რჩება ადამიანების გონებაში. გავლენას ახდენს მათ ცნობიერებაზე,  საბოლოოდ კი,  პრობლემის მოგვარებაზე“ - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

პლენარული სესიის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ისტორიის  დოქტორი ჯემალ გამახარია წარსდგა მოხსენებით - „აფხაზთა განათლების ისტორიიდან - აფხაზეთის სასულიერო სასწავლებელი (1851-1867).

ჯემალ გამახარია, ისტორიის დოქტორთან, კახა კვაშლავასთან ერთად ხელმძღვანელობდა კონფერენციის პირველ სესიას - ისტორია და ეთნოლოგია.

კონფერენცია ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. 22 დეკემბერს ნახევრად დისტანციურ რეჟიმში წარიმართება და ამერიკის შეერთებული შტატების, მოლდოვის, სერბეთის, ბულგარეთის, ესტონეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე მარიამ კუჭავა, სამინისტროს წარმომადგენლები, სოხუმის უნივერსიტეტისა და საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების წევრები და სტუდენტები.


ჯემალ გამახარიას მოხსენება „აფხაზთა განათლების ისტორიიდან - აფხაზეთის სასულიერო სასწავლებელი (1851-1867)


ჯემალ გამახარია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - “აფხაზეთის კულტურული ფასეულობანი: ენა, ლიტერატურა, ისტორია, კულტურა, სოციალური მეცნიერებანი, განათლება” დაესწრო
https://youtu.be/FZf29zIbv_E




































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions