აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ტრადიციული საახალწლო დაჯილდოება გაიმართა

22 დეკემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გაიმართა წლის გამორჩეული ადამიანების საახალწლო მიღება-დაჯილდოება.

 

მოწვეულთა შორის იყვნენ სხვადასხვა პროფესიისა და ბიოგრაფიის მქონე ადამიანები: მეცნიერები, ექიმები, ჟურნალისტები, პედაგოგები, სახელმწიფო მოხელეები, სპორტსმენები.

მოწვეულ სტუმრებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს უმაღლესი ჯილდო - საპატიო სიგელი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ გადასცა.

ჯემალ გამახარია მიესალმა მოწვეულ სტუმრებს, მადლობა გადაუხადა გაწეული ღვაწლისთვის და წარმატებები უსურვა მათ შემდგომ საქმიანობაში.



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საახალწლო მიღებაზე საპატიო,  მადლობისა და წარმატებულის სიგელებით დაჯილდოვდნენ:

1. ოთარ ჭითანავა - საპატიო სიგელით -  ცნობილი სახელმწიფო და პოლიტიკური  მოღვაწე, ამჟამად პენსიონერი;

2. ნანა ბოჯგუა -  საპატიო სიგელით - ცნობილი მუსიკოსი, მრავალი სიმღერის შემსრულებელი, დამსახურებული არტისტი;

3. რუსუდან ყოლბაია - საპატიო სიგელით - აფხაზეთიდან დევნილი, სამედიცინო სფეროში ხანგრძლივი მოღვაწეობისათვის, აფხაზეთის პოლიკლინიკის (დიომედი) საბურთალოს ფილიალის  წამყვანი პედიატრი;

4. ლამარა გაბელაია - საპატიო სიგელით - დამსახურებული მასწავლებელი,  მუშაობდა აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ, დირექტორად, 2013 წლიდან მუშაობს მასწავლებლად;

5. მანანა ზაქარაია - საპატიო სიგელით - ქველმოქმედებაში გაწეული ფართო და მრავალწლიანი საქმიანობისათვის, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სისტემატური და უანგარო მხარდაჭერისათვის;

6. ნაზირა კაკულია - საპატიო სიგელით - ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

7. ირაკლი გაბისონია - საპატიო სიგელით - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის   პროფესორი, აფხაზეთის პრობლემატიკაზე გამოქვეყნებული მეცნიერული ნაშრომებისა და სტატიებისათვის, სტუდენტ-ახალგაზრდობაში აფხაზეთის საკითხის ობიექტური საინფორმაციო უზრუნველყოფაში გამოჩენილი ღვაწლისათვის;

8. სოფო დემეტრაშვილი -  საპატიო სიგელით - აფხაზეთის პრობლემატიკისადმი მიძღვნილი ლექციების ციკლისათვის, პრობლემატიკის ობიექტური საინფორმაციო უზრუნველყოფისათვის გამართული ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში რეგულარული ჩართულობისათვის,  სამართლის დოქტორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი;

9. კონსტანტინე ბასარია - საპატიო სიგელით - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსი;

10. ანატოლი ქანთარია  - მადლობის სიგელით - აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსული ლეგიტიმურად მცხოვრები თანამემამულეების ჯანმრთელობაზე ყოველდღიური ზრუნვისა და დახმარებისათვის,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პირველი კატეგორიის სპეციალისტი;

11. გიორგი ჩხოტუა -  საპატიო სიგელით - შპს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ავტოტექნიკური, კრიმინალისტური საექსპერტო კვლევითი ცენტრის“ დირექტორი  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სატრანსპორტო სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის;

12. ჭაბუკი ქოიავა -  საპატიო სიგელით -  ქ.ფოთის მე-8 საჯარო სკოლის დირექტორი, ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში აქტიური მონაწილეობისათვის;

13. მარინა გვაძაბია -  საპატიო სიგელით - აფხაზეთიდან დევნილი თანამემამულეების ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ხანგრძლივი მაღალპროფესიონალური  სამედიცინო საქმიანობისათვის,  კლინიკა „მედკაპიტალის“ პედიატრ-ენდოკრინოლოგი;

14. ბადრი გვაძაბია - საპატიო სიგელით - მედიცინის დოქტორი,  ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ენდოკრინოლოგი;

15. მარიამ მურღვლიანი -წარმატებულის სიგელით - U20 ასაკის სპორტსმენებში 2023 წლის მსოფლიო  ჩემპიონი ძალოსნობაში. ოქროს მედლის მფლობელი;

16. ანასტასია ჩხარტიშვილი - წარმატებულის სიგელით- V15 და V17  ასაკის სპორტსმენების ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებისათვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მაგიდის ჩოგბურთის კლუბის „დიოსკურიას წევრი“;

17. დუგლას დგებუაძე -  საპატიო სიგელით - U20 ასაკის სპორტსმენებში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდში;

18. ლავრენტი ნაჭყებია - საპატიო სიგელით - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, თადარიგის გენერალ-მაიორი;

19. ლუდმილა ხორგუანი - საპატიო სიგელით - ომის ვეტერანი, მუშაობდა საგადასახადო ინსპექციაში მთავარ ბუღალტრად, 1992 წლებში ირიცხებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ბატალიონ „გაგრის“ შემადგენლობაში;

20. ომარ პაპავა  - მადლობის სიგელით -  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი;

21. აკაკი კაკაბაძე - მადლობის სიგელით - U20 ასაკის სპორტსმენებში 2023 წლის ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონის მარიამ მურღვლიანის მწვრთნელი;

22. მარიამ ჯიქია - მადლობის სიგელით  - საქართველო პრობლემატიკაზე საერთაშორისო კონფერენციის მომზადება-ჩატარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი;

23. ირაკლი ქარდავა - წარმატებულის სიგელით - სპორტში მიღწეული წარმატებისათვის, კალათბურთში 16 წლამდელთა ეროვნული ნაკრების წევრი (ზაზა ფაჩულიას აკადემია);

24. გურამ მისაბიშვილი - საპატიო სიგელით - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე, საქართველოს სახელმწიფო და პოლიტიკურ ორგანოებში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის, აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების პოლიტიკური და სოციალური დაცვის სფეროში  განსაკუთრებული ჩართულობისათვის, აქტიური ეროვნული და საზოგადოებრივი პოზიციებისათვის.









































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions