დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, მ/წ 22 დეკემბერს ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.
სასურსათო პროდუქტები აფხაზეთიდან 15 დევნილ ოჯახს გადაეცა, რომლებიც მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთერთ კომპაქტურ ჩასახლებაში არიან განთავსებული.
სასურსათო პროდუქტები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აპარატის თანამშრომლებმა ნანა კვარაცხელიამ, ზურაბ კობახიძემ, გიგა შელიამ და ნიკა ქარდავამ გადასცეს.
დევნილებთან შეხვედრის დროს გაიმართა მსჯელობა ზემოაღნიშნული ოჯახების ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, საჭიროა მეტი რესურსის გამოძებნა დევნილთა ოჯახების დასახმარებლად.
აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.