დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 46 წელი შესრულდა

განუზომელია მისი უწმინდესობის ღვაწლი ქართველი ხალხის სულიერ ცხოვრებაში, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაში, ქართული სახელმწიფოს სულიერი საფუძვლების განმტკიცებასა და ქვეყნის გამთლიანებისთვის აუცილებელი წინაპირობების შექმნაში.

 

როდესაც უწმინდესი და უნეტარესი ლოცვას აღავლენს, ის ლოცულობს საქართველოს გამთლიანებისთვის, ქართველი და აფხაზი ხალხების დღეგრძელობისთვის.

სრულიად საქართელოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია II-ს და მასთან ერთად სრულიად მართლმადიდებელ სამყაროს ვულოცავ დღევანდელ დღეს. ვუსურვებ ჯანმრთელობასა და მხნეობას ქართველი და აფხაზი ხალხების საკეთილდღეოდ.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions