უმაღლეს საბჭოში სოხუმელი პოეტის ნინო მირცხულავას პროექტის „აფხაზეთი ჩვენი“ ფარგლებში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა

 


25 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აკაკი ჩხენკელის სახელობის სხდომათა დარბაზში სოხუმელი პოეტის ნინო მირცხულავას პროექტის „აფხაზეთი ჩვენი“ ფარგლებში წინასაახალწლო ღონისძიება ჩატარდა. საღამოს უძღვებოდა ჟურნალისტი გვანცა გოგუაძე.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თეიმურაზ მჟავია, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, აპარატის თანამშრომლები, აფხაზეთის ფართო საზოგადოების, დედაქალაქისა და სხვა კუთხეების საზოგადოების წარმომადგენლები, პოეტები, მომღერლები, მოცეკვავეები. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ მომღერლები თემურ ცაგურია, გოჩა ჭაბუკაიძე, მარიამ ცქვიტინიძე, რომლებმაც შეასრულეს სიმღერები, მსახიობი ასმათ ტყაბლაძე, აფხაზეთის ომის ვეტერანი, ჟურნალისტი და მწერალი ბესიკ ჩუბინიძე და სხვები. სხვადასხვა ასაკის დევნილმა ბავშვებმა შეასრულეს სიმღერები, წაიკითხეს ლექსები აფხაზეთზე, უმაღლეს საბჭოში ასევე გამოფენილი იყო მათი ნახატები.

ვიდეოჩანაწერებით მიმართავდნენ შეკრებილ საზოგადოებას უცხოეთში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები, ემიგრანტები, რომლებმაც გაიხსენეს აფხაზეთი და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს დამსწრე საზოგადოებას.

ჯემალ გამახარია მიესალმა მოწვეულ სტუმრებს, მიულოცა დამდეგი ახალი წელი და აღნიშნა, რომ „დღეს ნამდვილად დიდი ზეიმია ჩვენთან. მე არ მოველოდი, რომ ჩვენთან ისეთი პიროვნებები მობრძანდებოდნენ, როგორიც არის ქალბატონი ასმათ ტყაბლაძე, თემურ ცაგურია, მაგრამ ყველაზე საპატიო მოქალაქეები აი, ეს პატარები არიან, რომლებსაც ჩვენ დღეს აქ ვმასპინძლობთ დიდი სიყვარულით და დიდი პატივისცემით. მათი დღეა დღეს და ვინც მათთან ერთად ბრძანდებით ყველას უღრმესი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. მადლობა, რომ მოდიხართ ჩვენთან და ძალიან გვილამაზებთ ამ წინა საახალწლო დღეებს, კიდევ უფრო გვაახლოებთ აფხაზეთს და გვისახავთ იმედს. აი, ეს პატარებიც კი ჩართული რომ არიან ამ დიდ საქმეში ეს ჩვენთვის არის ძალიან დიდი სტიმული და ძალიან დიდი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან.“ ჯემალ გამახარიამ მადლობა გადაუხადა საღამოს ორგანიზატორს, პოეტს ნინო მირცხულავას და საღამოს წამყვანს გვანცა გოგუაძეს. ღონისძიების დასასრულს მან საახალწლო საჩუქრები გადასცა აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს.


უმაღლეს საბჭოში სოხუმელი პოეტის ნინო მირცხულავას პროექტის „აფხაზეთი ჩვენი“ ფარგლებში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა
https://youtu.be/mWOEPkga5uE






























Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions