უმაღლესი საბჭოს მორიგი ჰუმანიტარული აქცია ზესტაფონში, კოპიტნარსა და ზუგდიდში განხორციელდა

დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, მ/წ 27 დეკემბერს მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.


სასურსათო პროდუქტები აფხაზეთიდან 380 დევნილ ოჯახს გადაეცა, რომლებიც ზესტაფონში, კოპიტნარის დევნილთა დასახლებაში და ქ. ზუგდიდში არიან განთავსებული.

სასურსათო პროდუქტები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, დეპუტატმა თეიმურაზ მჟავიამ, აპარატის თანამშრომლებმა ნანა კვარაცხელიამ, ხვიჩა ქარდავამ, ზურაბ კობახიძემ, გიგა შელიამ და ნიკა ქარდავამ გადასცეს.

დევნილებთან შეხვედრის დროს მიმდინარეობდა მსჯელობა ზემოაღნიშნული ოჯახების წინაშე არსებულ პრობლემებზე, ადგილობრივი და ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებაზე.

აქციის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საპატიო, წარმატებულის და მადლობის სიგელებით სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და წარმატებული მოზარდები დაჯილდოვდნენ.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, დღეს კოპიტნარის დევნილთა დასახლებას ვესტუმრეთ. გავეცანით მათ წინაშე არსებულ პრობლემებს, სირთულეებს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან მჭიდრო თანამშრომლობით და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ვეცდებით ამ ადამიანებს ცხოვრების გაუმჯობესებაში დავეხმაროთ.

უმაღლესი საბჭოს მიერ გამართულ აქციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა ნათია კოპალიანმა, სამეგრელო - ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ბასარიამ.

აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო, წარმატებულის და მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ:

გენადი ბალანჩივაძე - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი - საპატიო სიგელი

თეიმურაზ ჭეიშვილი - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - საპატიო სიგელი

ვარდენ ნიქაბაძე - მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ფარცხანაყანების მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი, დირექტორთა კონკურსში მე-3 ადგილოსანი - საპატიო სიგელი

მალხაზ ქარდავა - ღვაწლმოსილი უხუცესი პედაგოგი, ისტორიკოსი - საპატიო სიგელი

მაია ცინაძე - 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მამია ფანცულაიას მეუღლე - საპატიო სიგელი

ნანი ცქვიტიშვილი - 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული რომან უგრეხელიძის მეუღლე - საპატიო სიგელი

რაისა ბენდელიანი - დამსახურებული პედაგოგი, 45-წლიანი პედაგოგიური გამოცდილებით - მადლობის სიგელი

ნანული ეთერია - ქიმიის მასწავლებელი, დირექტორის მოადგილე, მუშაობს ზემოაღნიშნულ სკოლაში 1994 წლიდან - მადლობის სიგელი

დაზმერი ეთერია - გეოგრაფიის მასწავლებელი, მუშაობს 1997 წლიდან - მადლობის სიგელი

ლეილა ლეშქაშელი - ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მუშაობს 1993 წლიდან - მადლობის სიგელი

ლეილა გოგოხია - რუსული ენის, ლიტერატურის და ხელოვნების მასწავლებელი, მუშაობს 1993 წლიდან - მადლობის სიგელი

ნინო ონიანი - დაწყებითი კლასების მასწავლებელი, 20-წლიანი სამუშაო გამოცდილებით - მადლობის სიგელი

გულისა არეშიძე - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, 29-წლიანი სამუშაო გამოცდილებით - მადლობის სიგელი

ალექსანდრე კეკუტია - მე-7 კლასის მოსწავლე, ტექნოლოგიების კლუბში წარმატებული საქმიანობისთვის - წარმატებულის სიგელი

აკაკი ფერცულიანი - 19 წლის პედაგოგი, არაფორმალური განათლების სპეციალისტი - წარმატებულის სპეციალისტი

ნუგზარ თევდორაძე - მე-8 კლასის მოსწავლე, მხატვარი, მოპოვებული აქვს საერთაშორისო გრანტები - წარმატებულის სიგელი

კესო კალანდია - მე-9 კლასის მოსწავლე, ტრენერი, პროექტების ხელმძღვანელი - წარმატებულის სიგელი

 

 

უმაღლესი საბჭოს მორიგი ჰუმანიტარული აქცია ზესტაფონში, კოპიტნარსა და ზუგდიდში განხორციელდა
https://youtu.be/VA8imt14ZBo
















































































































































































































































































































































































































































 




















































































































































































































































































































































































































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions