უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა

28 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

პრეზიდიუმის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: „აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და სარგებლობის წესის შესახებ რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას შორის 2022 წლის 19 იანვარს დადებული „შეთანხმებისა“ და მისი „რატიფიცირების“ შესახებ გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ.“

„ზურაბ ჯგუბურიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მედლით დაჯილდოების თაობაზე წარდგინების შესახებ.“

პირველ საკითხთან დაკავშირბით პრეზიდიუმმა კენჭისყრით ერთხმად დაუჭირა მხარი უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის განხილვის პროცედურის დაწყებას.

მეორე საკითხთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ პრეზიდიუმის წევრებთან შეათანხმა საკითხი საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის წარდგინების საფუძველზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ზურაბ ჯგუბურიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მედლით დაჯილდოვების შესახებ.
































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions