გიგლა ძანძავას გამოსათხოვარი

მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გადრაიცვალა ცნობილი საზოგადო და სამეურნეო მოღვაწე გიგლა ხუტას ძე ძანძავა.

 

გიგლა ძანძავა, საზოგადოებრივი აქტივობით და მაღალი პასუხისმგებლობით გამორჩეული სახელმწიფო მოხელე, მაღალი რანგის სოფლის მეურნეობის სპეციალისტი წლების მანძილზე წარმატებით ხელმძღვანელობდა რესპუბლიკაში ერთ-ერთი უმსხვილესი გალის რაიონის აგრო-სამრეწველო გაერთიანებას, იყო რაიონის ერთი-ერთი ხელმძღვანელი.

დევნილობის პერიოდში, 1993 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა აფხაზეთის ა/რ სამთავრობო სტრუქტურებში - ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროში - სამმართველოს ხელმძღვანელად, აგრალურ საკითხთა დეპარტამენტში - განყოფილების უფროსად, სიცოსხლის ბოლომდე- სსიპ ეკონომიკური სერვისების სააგენტოში მრჩევლად.

მიუხედავად მძიმე ოჯახური ტრაგედიებისა (მეუღლის მერი ბერაძეს და შვილის გარდაცვალება) მას არასოდეს დაუკარგავს სულიერი მდგრადობა მისი შვილის ლაშას, რძლის თეას, შვილიშვილების თბილი და მზრუნველი გარემოცვის წყალობით. ის ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე რჩებოდა.

გიგლა ძანძავა მისი სანათესაოს, საზოგადოების, კოლეგების, მეგობრების მეხსიერებაში დარჩება როგორც ჩვენი კუთხის ღირსეული მამულიშვილებისთვის ჩვეული მაღალი ზნეობის უნარ-ჩვევების, ადათ წესების და ტრადიციების მატარებელი, განათლებული პიროვნება.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო უსამძიმრებს გიგლა ძანძავას ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს. მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა.



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions