აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ნათლისღებას გილოცავთ!

 

ნათლისღება ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო და ქრისტიანული დღესასწაულია.

ამ დღეს, იესო ქრისტე მდინარე იორდანეში  იოანე ნათლისმცემლისგან მოინათლა და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის.

სახარების თანახმად, ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება.  ნათლისღება ის ძირითადი აქტია, რომლითაც ადამიანი ქრისტიანად ითვლება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელით ყველა ქრისტიანს,  ენგურს გაღმა და გამოღმა, გილოცავთ ამ დიდ ქრისტიანულ დღესასწაულს. გისურვებთ ნათლისღების მადლის შეწევნას. ნაკურთხი წყლის მადლმა გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო.  მშვიდობა, ჯანრთელობა და დღეგრძელობა სუფევდეს თქვენს ოჯახებში და ჩვენს ქვეყანაში.

პატივისცემით,

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

ჯემალ გამახარია

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions