7 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, დედის დღესა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამორჩეული ბიოგრაფიის 10 ქალბატონი საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს.
უმაღლეს საბჭოში მოწვეული ქალბატონები ძირითადად აფხაზეთის მკვიდრნი არიან, რომელთაც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით, პროფესიონალიზმით და აქტიურობით გამოირჩევიან.