აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განცხადება

 

მიმდინარე წლის 10 მარტს აფხაზეთში ჩატარდა ე.წ. სახალხო კრების მორიგი “არჩევნები“. იქ დარჩენილმა მოსახლეობამაც კი მის მიმართ გულგრილობა გამოავლინა და ამ ფარსში მონაწილეობა არ მიიღო. ამიტომაც, 24 მარტისათვის დაინიშნა მეორე ტური, რომელმაც 35 “დეპუტატიდან“ დანარჩენი 22 უნდა გამოავლინოს.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აცხადებს, რომ ნებისმიერი არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც მასობრივი ეთნოწმენდა განხორციელდა და კანონიერი მოსახლეობის სამი მეოთხედი დევნილია, არის უკანონო და მისი შედეგები იმთავითვე ბათილია. საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებიდან გამომდინარე, აღნიშნული “არჩევნების“ შედეგებს არ აღიარებს არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, მთელი ცივილიზებული სამყარო.

 

კვლავაც ვადასტურებთ, რომ ლეგიტიმური არჩევნების გამართვა აფხაზეთში შესაძლებელია მხოლოდ მისი სრული დეოკუპაციისა და დევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში უსაფრთხო დაბრუნების პირობებში.

 

 

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო

თბილისი, 12.03.2012წ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions