აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო დედის დღეს გილოცავთ!

3 მარტს სრულიად საქართველო დედის დღეს აღინიშნავს.  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია დედის დღეს ულოცავს ყველა დედას, ყველა ქალბატონს. უპირველეს ყოვლისა ვულოცავთ სამშობლოსათვის თავგანწირული შვილების დედებს, რომლებიც ღირსეულად წარმოაჩენენ ქართველი დედის სახეს და არ კარგავენ იმედს, რომ მათი შვილების თავგანწირვა უკვალოდ არ ჩაივლის.

ჩვენი ქვეყნის ისტორია დედების სათნოების, გმირობისა და გამძლეობის მაგალითია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელით კიდევ ერთხელ გილოცავთ დედის დღეს. გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და დიდხანს  სიცოცხლეს.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions