პლენარულმა სხდომამ, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რუდიკ ცატავა უძღვებოდა, განიხილა დღის წესრიგით წარმოდგენილი ერთადერთი საკითხი - “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევნების შესახებ“.
თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი იყო ერთადერთი კანდიდატურა, უმაღლესი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე - ჯემალ გამახარია.
ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების მოთხოვნათა შესაბამისად, უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ხმათა უმრავლესობით, 16 ხმით ერთის წინააღმდეგ (ქვორუმი - 11 ხმა), ჯემალ გამახარია მეორე ვადით აირჩიეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ.
პლენარული სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილე დავით მიქავა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ულოცავს ბატონ ჯემალ გამახარიას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ მეორე ვადით არჩევას, უსურვებს ჯანმრთელობას და წარმატებებს ქვეყნის საკეთილდღეო საქმიანობაში.
ჯემალ გამახარია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს
https://youtu.be/9EmdIi4zFgc
საზოგადოებრივი მაუწყებელი აფახაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევნების შესახებ
https://youtu.be/WqtFWvz5sd4
ტელეკომპანია იმედი აფახაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევნების შესახებ
https://youtu.be/MunjAFlB-T0
რუსთავი 2 აფახაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევნების შესახებ
https://youtu.be/dobC1PG7hHQ
“ფორმულა” აფახაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევნების შესახებ
https://youtu.be/fMX9RJX2ps8