სოხუმის უნივერსიტეტში 1993 წლის 15-16 მარტის მოვლენებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

 

16 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1993 წლის 15-16 მარტის მოვლენებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. შეხვედრას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა უძღვებოდა, სადაც ნაჩვენები იყო 15-16 მარტის სისხლისმღვრელი ბრძოლების ამსახველი ვიდეომასალა.

 

19 წლის წინ, 1993 წლის 15-16 მარტს დაიწყო რუსეთის გენერალურ შტაბში დაგეგმილი ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის განხორციელება სოხუმზე, რომელშიც დაქირავებული ჩრდილო კავკასიელები, კაზაკები, რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილები, სამხედრო ავიაცია და არტილერია მონაწილეობდა. 1993 წლის მარტში საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება ადგილობრივი სომხებისგან დაკომპლექტებული შენაერთი - ბაგრამიანის სახელობის ბატალიონიც. ქალაქს ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან უტევდნენ.

 

იმ დღეებში, სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას ქართველმა ჯარისკაცემბა, არტილერიამ და ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული 23-ე ბრიგადის 1-ლი, მე-2, მე-3, და მე-6 ბატალიონებმა არნახული გმირობა და თავდადება გამოავლინეს, რასაც 150-მდე ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა და 350-მდე დაიჭრა. შედეგად მოწინააღმდეგემ უკან დაიხია და ბრძოლის ველზე მარტო დაღუპულების სახით 1000-მდე კაცი დაკარგა. დღის ბოლოს სოხუმის თავდაცვის მთელი ხაზი მტრისაგან მთლიანად გაიწმინდა.

 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions