ნუგზარ მგალობლიშვილმა პროექტში - „სამი სავარძელი ხელოვანთათვის“ მიიღო მონაწილეობა

11 ივნისს,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში,  ვალერი არქანიას არტ-გალერეაში  მორიგი შეხვედრა პროექტისა -   „სამი სავარძელი ხელოვანთათვის“ გაიმრთა.

პროექტში  მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, მხატვარი ნუგზარ მგალობლიშვილი, პოეტი თემო ჭახნაკია, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელის ტრიო და “სამი სავარძლის” საპატიო სტუმარი - მწერალი ირაკლი შამათავა. პროექტის ფარგლებში ასევე გაიმართა ნუგზარ მგალობლიშვილის ნამუშევრების გამოფენა.

ღონისძიებას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, გამოჩენილი ქართველი პოეტები, მწერლები, ლიტერატორები და საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრას უძღვებოდა პროექტის იდეის ავტორი, მწერალი და ლიტერატორი ქეთევან შენგელია.

ნუგზარ მგალობლიშვილმა პროექტში - „სამი სავარძელი ხელოვანთათვის“ მიიღო მონაწილეობა
https://youtu.be/WX4HHGnMBmw

















Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions