უმაღლესი საბჭოს წევრებმა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრს გიორგი გაბედავას მოუსმინეს

12 ივნისს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები გაიმართა, რომელზეც რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის წესით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრს გიორგი გაბედავას მოუსმინეს.

 

სხდომებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

მინისტრმა გ. გაბედავამ პასუხი გასცა უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა სახალხო დიპლომატიის პროცესის შემდგომი განვითარებისა და მისი ეფექტიანობის ამაღლების თვალსაზრისით მინისტრის აპარატის მიერ განხორცილებულ საქმიანობაზე, დევნილი მოსახლეობის სამათლებრივი განათლების მიღების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე, სამინისტროს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, მინისტრის აპარატის სამივლინებო ხარჯებზე და სხვა.

გიორგი გაბედავამ ვრცლად ისაუბრა ქვეპროგრამის „სამშვიდობო რესურსი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდაჭერის“ შესახებ, რომლის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა სახის ტრენინგი და გაცნობითი ხასიათის შეხვედრები ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს შორის. ისაუბრა ქართულ-აფხაზური საერთო ტრადიციების, ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციის ფარგლებში, ფილმის - „მოჰაჯირების გზა“ პრეზენტაციის შესახებ, რომელიც მიეძღვნა აჭარაში მცხოვრები მოჰაჯირების შთამომავლების ცხოვრებასა და საქმიანობას. მინისტრმა ასევე ვრცლად ისაუბრა ამავე პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის მარტში ნიდერლანდების სამეფოში განხორციელებული პროექტის „შეხვედრა დევნილ ემიგრანტებთან“ შესახებ; შეეხო „მშვიდობის ლაბორატორიის“ ფარგლებში „აფხაზური ენის პოპულარიზაციის“ პროექტის მიმდინარეობას და სხვა.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, მოადგილე რუდიკ ცატავა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, ფრაქცია ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა” თავმჯდომარე რაისა ქარაია, დეპუტატები ზურაბ ჯგუბურია და ელგუჯა გვაზავა.

სხდომის დასასრულს, უმაღლესი საბჭოს წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს დასკვნითი სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან მადლობა გადაუხადა მინისტრს წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და ხაზი გაუსვა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის აპარატს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის პირველი მოადგილე თემურ გასვიანი, მოადგილე მარინე გითოლენდია, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ბორის გაბუნია, სამშვიდობო პოლიტიკის და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ნიკა ჩერქეზია, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ანა ბაბუნაშვილი.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.




















































































































































































































































































































































































































 















Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions