ვახტანგ ყოლბაია ვიოლეტა აკიშბაიას საიუბილეო საღამოს დაესწრო

12 ივნისს საქართველოს მწერალთა სახლში სსიპ ქ. სოხუმის დ.არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილოების პედაგოგის ვიოლოეტა აკიშბაიას დაბადებიდან 80 და პედაგოგიური მოღვაწეობის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასწავლებლის მოსწავლეებმა, რომლებმაც შეასრულეს კლასიკური ნაწარმოებები.


ღონისძიებას ესწრებოდა უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია.  მან ვიოლეტა აკიშბაიას მიულოცა 80 წლის და პედაგოგიური მოღვაწეობის 60 წლის იუბილე და გადასცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიგელი მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდა-განათლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ხელოვნების სფეროში ხანგრძლივი მოღვაწეობისთვის.


უმაღლესი საბჭოს წარმატებულისა და მადლობის სიგელებით ასევე დაჯილდოვდნენ;


მზია ლომინაძე სამუსიკო სასწავლებლის მთავარი ბუღალტერი - მრავალწლიანი ნაყოფიერი მუშაობისათვის;

ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების იდეის ავტორი და ორგანიზატორი, სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი მადინა ტეხოვა - მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდა-განათლების საქმეში შეტანილი წვლილისა და მიღწეული წარმატებებისთვის;


სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი, კომპოზიტორი მანანა ბერულავა - მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდა-განათლების საქმეში შეტანილი წვლილისა და მიღწეული წარმატებებისთვის;


სამუსიკო სასწავლებლის საესტრადო განყოფილების პედაგოგი თამარ იაშვილი - მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდა-განათლების საქმეში შეტანილი წვლილისა და მიღწეული წარმატებებისთვის;

თეონა ჯგერენაია - პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისათვის და ახალგაზრდა თაობის აღზრდა-განათლების საქმეში შეტანილი წვლილისთვის;


სამუსიკო სასწავლებლის მუსიკალური ოპერატორი დავით დავითაშვილი - ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ტექნიკური უზრუნველყოფის საქმეში გაწეული ძალისხმევისათვის;


მაია ცაავა - პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისათვის და ახალგაზრდა თაობის აღზრდა-განათლების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.









Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions