უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა

14 ივნისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

დეპუტატებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთადერთი საკითხი: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის 2025-2028 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ“ ინფორმაციის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვის განრიგის დამტკიცების შესახებ.

საკითხთან დაკავშირებით კოლეგების წინაშე მოკლე ინფორმაციით თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა წარსდგა. მან აღნიშნა, რომ უმაღლესი საბჭოს აპარატის, კომიტეტებისა და ფრაქციის ხელმძღვანელებთან ერთობლივად ჩატარდა მოსამზადებელი მუშაობა, კომიტეტებს და ფრაქციებს უკვე წარედგინათ განხილვების ჩატარების შესაბამისი გრაფიკიც, აგრეთვე განსაზღვრულია უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში მითითებული თარიღებიც. განხილვის პროცედურის დასრულების შემდგომ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს წარედგინება დასკვნის სახით უმაღლესი საბჭოს კომიტეტების და ფრაქციების წინადადებები.

მოსაზრებები გამოთქვეს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტი თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, ფრაქცია ”მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარემ ანზორ წოწონავამ.

საკითხის განხილვის შემდგომ უმაღლესი საბჭოს წევრებმა კენჭისყრით ერთხმად მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ განრიგს.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.










































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions