უმაღლესი საბჭოს კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა

25 ივნისს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.

 

გაერთიანებული სხდომა გახსნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ, სხდომას უძღვებოდა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია.

უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ წარმოდგენილი „ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის 2025-2028 წწ. პრიორიტეტების  დოკუმენტის შესახებ“ თაობაზე“.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოხსენებით წარსდგა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე რაულ წულაია, რომელმაც ასევე უპასუხა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს.

მსჯელობებისა და განხილვების შემდეგ სხდომაზე გამოთქმული წინადადებების შესაძლო გათვალისწინებით დეპუტატებმა ღია კენჭისყრით არც ერთის წინააღმდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის 2025–2028 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის თაობაზე ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება: 1. მოწონებულ იქნას წარმოდგენილი რედაქციით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის 2025–2028წწ. პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ და რეკომენდაცია მიეცეს განხილულ იქნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე; 2. კომიტეტის დასკვნა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილების შესაბამისად მიეწოდოს წამყვან - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჯგუბურია, დეპუტატები ელგუჯა გვაზავა, ჯემალ საჯაია, თეიმურაზ მჟავია, ეთერ ასტემიროვა.


































































































































































































































































































 

 
















Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions