უმაღლეს საბჭოში მწერალ გური ოტობაიასთან შემოქმედებითი შეხვედრა გაიმართა

27 ივნისს უმაღლეს საბჭოში გაიმართა შემოქმედებითი შეხვედრა გური ოტობაიას ფსევდონიმით ცნობილ მწერალთან გულადი ფეტელავასთან, რომელიც გახლავთ საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, ნიკო ლორთქიფანიძის პრემიის ლაურეატი, ჟურნალისტი.

 

ღონისძიება გაიმართა უმაღლესი საბჭოს ოურიდიულ-საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ყოლბაიას ინიციატივით. მან მიულოცა დამსწრე საზოგადოებას საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ბრწყინვალე გამარჯვება პორტუგალიასთან და ამ საზეიმო განწყობით გახსნა ღონისძიება.

მისასალმებელ სიტყვაში ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რომ გური ოტობაია გახლავთ ჩვენი კუთხის საამაყო ადამიანი, გამორჩეული პროზაიკოსი, პოეტი, ცნობილია მისი ეპიკური ნაწარმოებები და ერთ-ერთი ასეთი ნაწარმოები, რომელიც მან დღეს წარმოადგინა გახლავთ „ოდოია“.

გური ოტობაიამ  აღნიშნულ ნაწარმოებზე საუბრისას ხაზი გასუვა მის კავშირებს მსოფლიო ლიტერატურასთან, ისტორიასთან, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებთან. მასში საუბარია პროტოიბერიელთა - ქართლოსიანთა შესახებ, მის საწყისებზე ატლანტიდურ-შუმერული ცივილიზაციიდან კავკასიაში ლოკალიზებულ ცივილიზაციაზე, რომლის მთავარი ნიშანი გახლავთ ალტრუიზმი - სხვისთვის თავდადება, სხვისთვის სულის გაღება. ამ წიგნის სახით ნკითხველს ხელთ ექნება ზოგადკაცობრიული მისიის ამსახველი მაღალმხატვრული ეპიკური ნაწარმოები.

ღონისძიების დასასრულს ავტორმა მადლობა გადაუხადა მოწვევისთვის და საჩუქრად გადასცა წიგნები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და დეპუტატთა ჯგუფს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის მოადგილე, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, უმაღლესი საბჭოს წევრები რაისა ქარაია, თეიმურაზ მჟავია, ეთერ ასტემიროვა, უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლები.







































































































































































































































































































 





























































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions