საფინანსო-საბიუჯეტო და საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ჩატარდა

 

2024 წლის 2 ივლისს გაიმართა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საფინანსო - საბიუჯეტო და საერთაშორისო ურთიერთობების, განათლებისა და კულტურის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა. სხდომაზე განხილულ იქნა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ-ის „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ მიერ 2023-2024 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯვითი ნაწილის შესრულების შესახებ. სხდომის მუშაობას უძღვებოდნენ ბატონები თ. ხუბუა და ნ. მგალობლიშვილი.

წარმოდგენილი ინფორმაციის გარშემო სხდომის მსვლელობისას დასმულ შეკითხვებს პასუხი გასცა სააგენტოს დირექტორმა ლიანა კვარაცხელიამ. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ზ. ჯგუბურიამ,  ა. მარშანიამ, ე. ასტემიროვამ, რ. უბილავამ, რ. ქარაიამ, ნ. მგალობლიშვილმა, თ. ხუბუამ. სხდომაზე მიღებულ იქნა რეკომენდაციები სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობის შემდგომი ამაღლებისთვის მის საქმიანობაში გასათვალისწინებლად.

კომიტეტების გაერთიანებული სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჩხარტიშვილმა, სარაგბო გუნდის „ხულიგანა“ მენეჯერმა დავით ქორიძემ, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილემ დ. ჟვანიამ, კომიტეტების აპარატების უფროსებმა მ. ფარფალიამ, ნ. დარსანიამ და ე. პაჭკორიამ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწემ მ. ჯახაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატისა და სააგენტოს სამსახურების წარმომადგენლებმა.







































































































































































































































































































































































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions