უმაღლესი საბჭოს წევრები ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ

6 აგვისტოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის მოადგილე, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი და უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლები ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულ, 1992-1993 წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ.


ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობით, უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 იდენტიფიცირებული პირის ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა. მათ შორისაა კ.გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი ლევან ლოგუა, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 39 წლის ასაკში, გმირულად დაიღუპა.  ის ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.

4 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადახვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.























Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions