კომისიის გაფართოვებული სხდომა

 

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების, დიასპორასთან ურთიერთობის, განათლებისა და კულტურის კომისიის გაფართევობული სხდომა გაიმართა.

 

სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის აპარატიდან თეიმურაზ ჭახრაკიამ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან ირაკლი ჟღენტმა, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან თემურ ტარტარაშვილმა, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან ნოდარ ტანგიაშვილმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯონი აფაქიძემ და ექსპერტთა ჯგუფმა.

 

სხდომაზე განიხილეს საკითხი ევროპის ცალკეულ ქვეყნებში პროაფხაზურ-სეპარატისტული ლობის შექმნის შესახებ. აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების, დიასპორასთან ურთიერთობის, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განმარტებით, დაგროვდა საკმაო ინფორმაცია, ევროპის მთელ რიგ ქვეყანებში რუსეთის ფედერაციის მიერ შექმნილი და დაფინანსებული ე.წ. აფხაზური კულტურის ცენტრების მოღვაწეობის შესახებ. ”რა თქმა უნდა ისინი მკვეთრად ანტიქართულ საქმიანობას ეწევიან. ამ საქმიანობამ კი ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ საჭიროა გარკვეული ზომების მიღება” - განაცხადა გამახარიამ.

 

სხდომაზე ერთობლივი სამუშაო კომისიის შექმნის შესახებ შეთანხმდნენ, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კოორდინირებულად იმოქმედებს.

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions