18 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობამ აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის აპარატში გასვლითი შეხვედრა გამართა.
აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ პაატა კაკულიამ მისდამი დაქვემდებარებული უწყების მიერ გაწეულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, თავმჯდომარის მოადგილეებმა ანზორ წოწონავამ და თამაზ ხუბუამ დადებითად შეაფასეს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობა.