საჭიროა კოორდინირებული თანამშრომლობა


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გაიმართა შეხვედრა აფხაზეთის უხუცესთა კავშირის რიგი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.


განხილული იქნა საკითხები აფხაზეთის პრობლემატიკის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, მათში დევნილი საზოგადოებრიობის მონაწილეობის პერსპექტივებზე, დევნილ სახელისუფლებო სტურქტურების, ფედერალური ორგანოებისა და არასამათვარობო ორგანიზაციების ურთიერთშეთანხმებული, კოორდინირებული თანამშრომლობის შემდგომი სრულყოფის აუცილებლობაზე. 

განხილულ საკითხებთან დაკავშირებით შემუშავებული იქნა ამ თვალსაზრისით აქტუალური წინადადებები და რეკომენდაციები, დაიგეგმა ერთობლივად ჩასატარებელი პრაქტიკული ღონისძიებები.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თ.ხუბუა, არასათავრობო ორგანიზაციის „აფხაზეთში დაბრუნების მსურველთა ფონდი (აფხაზთა და ქართველთა შორის ნდობის აღდგენისა და შესაბამისი კავშირი) თავმჯდომარე ო.ჯოლია და თანათავმჯდომარე მ.მაღლაკელიძე, ამ ორგანიზაციასთან არსებული უხუცესთა საბჭოს წევრები მ.ჯოლია, მ.ჯალაღონია, ო.ვახანია, ფონდის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ომის, შრომის და სამხედრო ძალების ცენტრალური კავშირი“ თავმჯდომარის მოადგილე გ.გვეტაძე.
Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions