დევნილთა პრობლემებზე გაეროს სხდომაზე ახალგაზრდები იმსჯელებენ



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი რიტა პროკოპენკო და დევნილი და არადევნილი 12 ქართველი ახალგაზრდა, 31 იანვარს და 1 თებერვალს.მონაწილეობას მიიღებს ნიუ-იურკში, გაეროს ასამბლეის მუშაობაში.

 

ამასთან დაკავშირებით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, ქ-ნმა რიტა პროკოპენკომ და გაეროში მიწვეულმა 12 ახალგაზრდამ 29 იანვარს პრესკონფერენცია გამართეს. ე.გვაზავამ ახალგაზრდები უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, პროფესორ ჯემალ გამახარიას წიგნებით დაასაჩუქრა, რომლებშიც აფხაზეთის ისტორიაა ასახული და რაც წლების განმავლობაში საზოგადოების ფართო მასებს, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებას, საბჭოთა სისტემისათვის მისაღები კონსტატაციით მიეწოდებოდა.

რამდენიმე ეგზემპლარს ახალგაზრდები გაეროს ბიბლიოთეკას გადასცემენ.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions