ქართველთა და აზერბაიჯანელთა ძმობის დღე
ყოველი წლის თებერვალში აღინიშნება ქართველებისა და აზერბაიჯანელების ძმობის დღე. გადაწყვეტილება ამის შესახებ  ”ქართული სტრუქტურების ლიგამ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში”  2011 წელს მიიღო. ამასთან იქვე დადგინდა რომ ეს დღესასწაული, მორიგეობით - ერთ წელს საქართველოში აღინიშნოს, მეორე წელს აზერბაიჯანში.

 

წელს, 6 თებერვალს ქართველებისა და აზერბაიჯანელების ძმობის დღე თბილისში ჩატარდა.

 

ლიგის ხელმძღვანელი თეიმურაზ კირიმოვი და ლიგის სხვა წევრები შეხვდნენ როგორც საქართველოს ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლებს, ასევე ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობით დაინტერესებულ პირებს. შეხვედრა საზეიმო ვითარებაში, ქართული და აზერბაიჯანული ჰიმნებით დაიწყო.

 

შეხვედრაზე მიწვეულმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს  თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ გაიზიარა ბატონ თეიმურაზ კირიმოვის მოწოდება, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის შემდგომი განმტკიცება არის  ამ ქვეყნების ყველა ჭეშმარიტი პატრიოტის წმიდათაწმიდა საქმე.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions