აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებას გამოხატავენ ქართული კინემატოგრაფიისა და თეატრალური საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლის, გამოჩენილი ქართველი რეჟისორისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს სახალხო არტისტის გიგა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.