ცვლილება საქართველოს კანონში ნორმატიული აქტების შესახებ

 

ა/წ 29 ივლისს საქართველოს პარლამენტმა ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 თავში - ნორმატიული აქტების მომზადებისა და მიღების (გამოცემის) წოგადი წესი და ნორმატიული აქტის სტრუქტურა - შეიტანა ცვლილება: მუხლი მე-201 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მიღებისა და გამოქვეყნების წესი.

 


კანონი #1876-II - საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ

 

 

თავი #3 - ნორმატიული აქტის მომზადებისა და მიღების (გამოცემის) ზოგადი წესი და ნორმატიული აქტის სტრუქტურა

 

 

მუხლი #20' - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მიღებისა და გამოქვეყნების წესი

 

მიღებულია - 29/07/2013

ძალაშია - 12/08/2013

 

დოკუმენტი 12/08/2013 თარიღის მდგომარეობით

 

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი მიიღება და ქვეყნდება ამ კანონით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრული წესით.

 

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონპროექტი 7 დღის ვადაში გადაეცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს უმაღლეს საბჭოს. თუ ამ ვადაში მთავრობის თავმჯდომარემ ხელი არ მოაწერა და არ გამოაქვეყნა კანონი და არც უმაღლეს საბჭოს არ დაუბრუნა კანონპროექტი, მომდევნო 5 დღის ვადაში კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

 

3. თუ მთავრობის თავმჯდომარე დააბრუნებს კანონპროექტს, უმაღლესი საბჭო კენჭს უყრის მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნებს ერთიანად, რომელთა მისაღებად საკმარისია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მიღებისათვის დადგენილი ხმათა რაოდენობა. თუ უმაღლესმა საბჭომ მიიღო შენიშვნები, კანონპროექტის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს.

 

4. თუ უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას. კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იგი 5 დღის ვადაში გადაეცემა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს.

 

5. თუ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ ვადებში მთავრობის თავმჯდომარემ ხელი არ მოაწერა და არ გამოაქვეყნა კანონი, ან ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ ვადებში შეუძლებელია კანონის ხელმოწერისა და გამოქვეყნების ვალდებულების შესრულება, შესაბამისი ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

 

6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი ამ მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის განკარგულებით ქვეყნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე.

 


ცვლილებები შეიტანეს:


29/07/2013 - ცვლილება - #903-რს
"ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions