აფხაზეთის კონფლიქტი 20 წლის გადასახედიდან

 

20 სექტემბერს, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ა/რ მთავრობის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა სამეცნიერო-თემატური  კონფერენცია - ”აფხაზეთის კონფლიქტი 20 წლის გადასახედიდან”. კონფერენციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წარმომადგენლები, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრები.

 

კონფერენციაზე გაიხსენეს 20 წლის წინ ხელოვნურად ინსპირირებული აფხაზეთის ომი და იქ დატრიალებული ტრაგედია, რომელიც დღემდე რჩება ერის მოუშუშებელ იარად. როგორც კონფერენციაზე ითქვა, აფხაზ ხალხთან ურთიერთობის დამყარების არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჯერ კიდევ გადაულახავია იდეოლოგიური დაპირისპირება.

 

ქართული საზოგადოება 1992-93 წლების კონფლიქტს სავსებით სამართლიანად მიიჩნევს ძმათამკვლელ ომად, თუმცა აფხაზური საზოგადოების უმრავლესობა ამ ტრაგედიას ერთნიშნად აფასებს, როგორც საქართველოსა და ქართველი ხალხის მიერ ჩადენილ დანაშაულს აფხაზი ხალხის წინაშე.

 

”გამოსავალი ამ ჩიხიდან აფხაზებმა და ქართველებმა ერთად უნდა იპოვონ” - ეს იყო კონფერენციის მთავარი გზავნილი.

 

რა მოხდა რეალურად აფხაზეთში, რა შეიცვალა ბოლო ოცი წლის განმავლობაში, რა გეოპოლიტიკური რეალიები მივიღეთ კონფლიქტის დასრულებიდან დღემდე, როგორია 90-იანი წლების დამდეგის და პოსტკონფლიქტური პერიოდის ხედვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, როგორია აფხაზური და ქართული საზოგადოებების დღევანდელი აღქმა ამ ტრაგედიისა - ამ საკთხების შესახებ საუბრობდნენ კონფერენციაზე მომხსენებლები და სხვა სიტყვით გამომსვლელები.

 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions