23 სექტემბერს, საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადამიისა და აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითმა კავშირმა მწერალთა სახლში ცნობილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ჯანო ჯანელიძის ერთტომეულის პრეზენტაცია მოაწყო.
ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საზოგადოების წარმომადგენლები.
ჯანო ჯანელიძის ”ერთტომეული" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის შემოქმედებითი კავშირის ინიციატივით გამოიცა, რომელშიც შესულია პოეტის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილი ლექსები.