სოჭის ოლიმპიადაზე ოლიმპიური ჩირაღდნის ტარების საპატიო მისია დაეკისრა რუსეთის გმირ მფრინავს - ნეჩაევს, რომელმაც ეს წოდება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს 5-დღიან ომში მონაწილებისათვის მიიღო.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა, რომელმაც განაცხადა, რომ ”მიუხედავად ქართულ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობისა იმთავითვე მხარს ვუჭერდი სოჭის ზამთრის ოლიმპიადაში ქართული სპორტსმენების მონაწილეობას. ბოლო პერიოდში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის (უნდა ვიგულისხმოთ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა) მიღებულმა უკიდურესად გამომწვევმა ქმედებებმა, რაც გამოიხატა ოლიმპიურ თამაშებში ქართული ქალაქებისა და სოფლების დამბომბავი სამხედრო მფრინავის ზარ-ზეიმით ჩართვაში, ამ მსოფლიო დონის სპორტულ ზეიმში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისათვის დამოუკიდებლად მონაწილეობის უფლების მიცემის მცდელობაში, აგრეთვე სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენელი ჟურნალისტების აკრედიტაციაში, არამარტო მე, არამედ ოლიმპიადაში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის ბევრ მომხრეს მოჰგვარა სინანულისა და მორიგი იმედგაცრუების გრძნობა - ბოლო შანსს ვიტოვებდით, რომ რუსეთი გაგებით და პატივისცემით მოეკიდებოდა ქართველთა სტუმრობას ოკუპანტ ქვეყანაში. არ მინდა კატეგორიული ვიყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა უარი უნდა განაცხადოს სოჭში ჩასვლაზე, ხოლო თუ ცალკეული ქართველი სპორტმენი თავისი ნებით იასპრეზებს სპორტულ თამაშებზე ამაში ტრაგედიას ვერ ვერ ვხედავ - ბოლოს და ბოლოს ეს არა რუსეთის, არამედ მსოფლიოს უმნიშვენლოვანესი სპორტული შეჯიბრია!“.