თამაზ ხუბუა: “პერსპექტივა ამ მცირერიცხოვანი ეთნოსისა მხოლოდ საქართველოსთან და ქართველებთან ერთობლიობაშია“

 

საქართველოში აშშ საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რ.ნორლანდმა განაცხადა, რომ ქართველები აფხაზებს ისე ექცეოდნენ, როგორც ადრე რუსები ქართველებს, ამიტომაც მათ (ე.ი. ქართველებმა) ბოდიში უნდა მოიხადონ.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით პირადი მოსაზრებები გამოთქვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თვამჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ.

 

„არა ქართველებმა აფხაზებს, არამედ ამერიკის ელჩმა უნდა მოიხადოს ბოდიში ქართველების წინაშე, განსაკუთრებით აფხაზეთის მკვიდრი ქართველობის წინაშე. საქართველოს და მათ შორის აფხაზეთის რეგიონის უძველესი და უახლესი ისტორია უცხადესი დასტურია იმისა, თუ რომელ ერთან ურთიერთობაში ინარჩუნებდა იდენტობას აფხაზი ეროვნების მოსახლეობა. პერსპექტივაც ამ მცირერიცხოვანი ეთნოსისა მხოლოდ საქართველოსთან და ქართველებთან ერთობლიობაშია რეალური. აგრეთვე მიუღებელი და ერთობ გაუგებარია (ეს პოლიტიკური თვითგმევაა თუ სხვა რამ) რეინტერგაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის შეფასებები ამერიკელი დიპლომატის განცხადებასთან დაკავშირებით, რაც დაახლოებით ასე გაჟღერდა: ამერიკელები მუდმივად და იმდენს გვეხმარებიან, რომ ჩვენ თურმე ზოგჯერ მსგავსი „ყურის აწევები“ უნდა მოვითმინოთ!

 

მიუხედავად ჩემი აღშფოთებისა, მინდა დავიჯერო, რომ რაღაც გაუგებრობა მოხდა და ელჩი შესაბამის განმარტებით განცხადებას უახლოეს პერიოდში გააკეთებს.“

 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions