საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო ულოცავს


 

თქვენო აღმატებულებავ,


ბატონო პრეზიდენტო!


ღრმა პატივისცემით და უკეთესი მომავლის მტკიცე რწმენით, ქვეყნის გამთლიანების, მისი სუვერენიტეტისა და საერთაშორისო იმიჯის განმტკიცების სურვილებით, გილოცავთ თქვენი პრეზიდენტობის უფლებამოსილების ძალაში შესვლას.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მიესალმება და მხარს უჭერს თქვენს მიერ საინაუგურაციო სიტყვაში ჩამოყალიბებულ ფუნდამენტურ დებულებებს აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე.


გვჯერა, თქვენი შესაძლებლობები ბოლომდე მოხმარდება კონფლიქტების მოგვარებას, ჭეშმარიტ დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბებას, ერის ერთიანობას, მის სულიერ და ეკონომიკურ აღორძინებას.


უღრმესი პატივისცემით,


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელით



ელგუჯა გვაზავა



 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions