თამაზ ხუბუა: ““დიდი პოლიტიკოსის“ ჩოჩიევის დასაწუნი და მითუმეტეს საკარნახო პოლიტიკოს პ.ზააქარეიშვილს ნამდვილად არაფერი აქვს“

 

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბორის ჩოჩიევმა საქართველოს სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს პოლიტიკოსობა დაუწუნა და ურჩია, რომ „...სამინისტროს სახელწოდების შეცვლის მაგივრად, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე იფიქროს“.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები გამოთქვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ.

 

„ვერ ვიტყვი, რომ რეინტეგრაციის საკითხებში (აწუკვე სახელწოდებაშეცვლილი) მინისტრის აპარატისა და მისი ხელმძღვანელობის საქმიანობაში ყველაფერი მომწონს-მეთქი, მაგრამ „დიდი პოლიტიკოსის“ ჩოჩიევის დასაწუნი და მითუმეტეს საკარნახო პოლიტიკოს პ.ზააქარეიშვილს ნამდვილად არაფერი აქვს. თუმცა ჩოჩიევსაც უნდა გავუგოთ, კაცს ოჯახი აქვს სარჩენი, ხოლო მისი ინტელექტუალური რესურსების მქონე „მოღვაწემ“ სხვა გამოსავალი ვერ იპოვა, გარდა „რუსული მეწველი ძროხისა“. ჰოდა, მსგავსი ე.წ. განცხადებების საფასურად იკვებება ეს მარიონეტი კაცუნა ამ წყაროდან. ვურჩევდი ჩოჩიევს ერთ გარემობაზე მუდმივად იფიქროს - დიდი ლუკმის გადაყლაპვის მცდელობამ ზოგჯერ ყელში გაჩხერვა იცის, რაც ძალიან, ძალიან საშიში რამ გახლავთ. რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების სამომავლო ბედს, მადლობა უფალს, ეს საკითხი დღეისათვის ჩოჩიევისა და მისნაირთა გადასაწყვეტი არ არის და ასეთი პერსპექტივა არც მომავალში გვემუქრება!“ - აცხადებს თ.ხუბუა.

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions