1. მივლინების თარიღი: 2013 წლის 15-17 ნოემბერი
2. მივლინების ადგილი: შტუტგარტი (Stuttgart), საერთაშორისო საგამოფენო ცენტრი “შტუტგარტ-მესე” (Stuttgart-Messe)
3. მივლინების მიზანი: აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ჰუმანიტარული ასპექტის-“ქართული ისტორიულ-კულტურული ფასეულობები აფხაზეთში”-განხილვა ევროკავშირის ქვეყნების დაინტერესებულ წრეებში
4. მივლინების შედეგების მოკლე მიმოხილვა:
მივლინების მიზანს წარმოადგენდა ევროგაერთიანების და მოგობარ ქვეყნებში (საფრანგეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკია, უნგრეთი, ბალტიის ქვეყნები, უკრაინა, ისრაელი) ქართველ სპეციალისტთა და პოლიტიკოსთა მიერ 2007 წლიდან წარმოებული “აფხაზეთში განთავსებული ქართული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენა-კონსერვაციის პრობლემების შესახებ” კამპანიის მორიგი აქცია, სპეციალურად მიძღვნილი გერმანული და კერძოდ, ისტორიული ბადენ-ვიურტენბერგის მხარის, დაინტერესებული ჰუმანიტარული ორგანიზაციების და კერძო პირების (ძირითადად რელიგიური, სხვადასხვა ქრისტიანული და თეოლოგიური, უმთავრესი ევროპული განსხვავებული კონფესიების) ჩართულობის მიზნით.
ადგილზე, საგამოფენო ცენტრის ერთ მცირე დარბაზში, მოეწყო ოთხენოვანი (ქართ., რუს., ინგლ., ფრანგ.) წიგნის “ქართული ისტორიულ-კულტურული ფასეულობები აფხაზეთში” (თბ., 2007წ., იდეისა და პროექტის ავტორი ზ.ჯგუბურია) წიგნის პრეზენტაცია. Mმოწვეულ სპეციალისტებს (უმთავრესად ქრისტიანული ხუროთმოძღვრების სპეციალისტები-არქიტექტორები, თეოლოგები, “კონრად ადენაუერისა” და “რიჰარდ ებერტის” გერმანული საერთაშორისო ფონდების რეგიონალური წარმომადგენლები) გაეცნოთ აფხაზეთში პოსტკონფლიქტური და ოკუპაციის შემდგომი სიტუიაციები და განსაკუთრებულად, არა მარტო ქართული ეროვნული მნიშვნელობის, არამედ საერთაშორისო ქრისტიანული საგანძურების (ახალი ათონი, კამანი, ბედია,..) არსებობის სავალალო მდგომარეობა და მათი გადარჩენა-კონსერვაციისათვის აუცილებელი, გადაუდებელი საერთაშორისო ძალისხმევის მიზანშეწონილობა, რეალიზაციის მეთოდები და გზები.
მოწვეულ სტუმრებს (ინტერესების მიხედვით) დაურიგდათ ბეჭდური მცირედი ანოტაციები აღნიშნულ თემაზე, ასევე გადაეცათ სამახსოვროდ და სახელმძღვანელოდ ზემოთ აღნიშნული წიგნები.
5. მიღწეული შუალედური შედეგები:
გადაწყდა, რომ საერთასორისო გერმანული ჰუმანიტარული საზოგადოებები უფრო დაწვრილებით და მიზანმიმართულად შეისწავლიან აღნიშნულ პრობლემებს, მაგრამ მაინც პოლიტიკური შემადგენლის (რუსული ოკუპაცია-თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობის) გათვალისწინებით ამ თემატიკაზე ეცდებიან თანამშრომლობას ქართულ მხარესთან.
ზ.ჯგუბურია
2013 წლის 20 ნოემბერი