აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა მიესალმება სახელმწიფო მინისტრის აპარატის მზადყოფნას მოამზადოს საქართველოში კონფლიქტების დარეგულირების ახალი კონცეფცია

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პ.ზაქარეიშვილის განცხადებით მინისტრის აპარატი მუშაობს ახალ კონცეფციაზე კონფლიქტებთან მიმართებაში.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ აღნიშნა, რომ მიესალმება სახელმწიფო მინისტრის აპარატის მზადყოფნას მოამზადოს საქართველოში კონფლიქტების დარეგულირების ახალი კონცეფცია. “ბუნებრივია ადრე არსებული სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ახალი პოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით მუდმივ ტრანსფორმაციას უნდა ექვემდებარებოდეს. ეს გარემოება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში ყოველთვის დადებითი პოლიტიკური მუხტის შეტანის წინაპირობაა, რაც მათთვის სასარგებლო დინამიზმის მინიჭების იმედს იძლევა. ამასთანავე გაუგებარია რატომ არ არიან ჩართულნი ამ მუშაობაში აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები, სახელისუფლებო და არასამთავრობო სექტორი, ყოველ შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე არაფერია ცნობილი დევნილ წარმომადგენლობით ორგანოში. არადა მითითებულ ორგანოსა და ორგანიზაციებს კონკრეტული და, ჩვენი აზრით, ერთობ საინტერესო წინადადებები გააჩნიათ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომლებიც უდაოდ წაადგება ახალი კონცეფციის აკადემიურობისა და მიზანდასახულობის ხარისხს“ - აცხადებს თ. ხუბუა.

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions